ჩვენს შესახებ

კომპანია კარმენი  1986 წელს დაარსდა და იმ დროიდან მოყოლებული,  დღესაც დიდი წარმატებით სარგებლობს ქართულ ბაზარზე.

კარმენი ქართველ მოსახლეობას სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა და კარგად დამუშავებული ხორბლისგან, წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი დონის საწარმოებში დამზადებულ ფქვილს. კარმენი გარდა უმაღლესი, პირველი და მეორე ხარისხის ფქვილისა, ასევე აწარმოებს ქატოს და უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მომხმარებლისათვის სასურველ ადგილზე მიტანას.

2005 წელს  აზერბაიჯანულმა ფირმამ ,,კარატ ჰოლდინგმა“ ჩადო სოლიდური ინვესტიცია საწარმოში, ამ ნაბიჯით კარმენი  გახდა „კარატ ჰოლდინგს“ ის სრულუფლებიანი პარტნიორი.

აღნიშნული ინსვეტიციით კომპანიამ საწარმოები თანამედროვე ტექნიკით აღვჭურვა და კიდევ უფრო გააუმჯობესა წარმოების ხარისხი, აღსანიშნავია, რომ დაფუძნების დღიდან, საწარმოს მთავარი მიზანი იყო და არის ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებელისთვის.

კარმენის პროდუქციის მომხმარებლები არიან ყველა  მაღალი, საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები და მათ კარგად იციან, რომ ხელმისაწვდომ ფასად შეუძლიათ ნამდვილად მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა.

კარმენი, ეს არის საწარმო, რომელიც ხელს უწყობს ქართული აგრობიზნესის პოპულარიზაციასა და ბაზარს სთვაზობს მაღალი ხარისხის ფქვილს, რომელსაც უცხოური პროდუქცია ძნელად თუ უწევს კონკურენციას და დღემდე აქტუალური და პოპულარულია მომხმარებლებს შორის.

კარმენი, ესაა ქართული საწარმო, რომელიც მუდამ ზრუნავს მომხმარებლებზე და   ამართლებს მათ ნდობასა და ერთგულებას.