მოკლე მიმოხილვა

„კარმენი“ (შპს „აგროსისტემები“) წარმოადგენს ფქვილის მწარმოებელ ყველაზე დიდ კომპანიას საქართველოში, რომელი ყოველდღიურად 3 000-ზე მეტ საწარმო სუბიექტს ამარაგებს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის წილი საქართველოს ბაზარზე შეადგენს 67%-ს.

კომპანია დაარსებული იქნა 1986 წელს. 2005 წელს, აზერბაიჯანული კონცერნი - “Carat Holding”-ის მიერ განხორციელებული სოლიდური ინვესტიციების წყალობით, რომლითაც სრულიად განახლდა კომპანიის ბალანსზე რიცხული მანქანა დანადგარები და გარემონტდა საწარმო შენობები, „კარმენი“ იქცა დარგის ლიდერად არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.