“Olam”-მა ნიგერიაში ცხოველთა საკვების დასამზადებელი ორი ქარხანა გახსნა

სინგაპური - საერთაშორისო აგრობიზნეს ოპერატორმა Olam International Ltd.-მა ნიგერიის კადუნას რეგიონში ფრინველთა საკვების დამამზადებელი ქარხანა გახსნა. კვარას რეგიონში (ნიგერია) გახსნილი კიდევ ერთი ქარხანა ფრინველთა და თევზის საკვების დამზადებას მოახდენს. Olam International Ltd.-ის მიერ ორივე ქარხანაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 150 მილიონი დოლარი შეადგინა.

ახლადგახსნილი ქარხნები მთლიანობაში შეძლებენ 720 000 ტონა ფრინველის საკვების დამზადებას, რომლითაც მოხდება ფრინველთა საკვებზე ნიგერიის ბაზარზე არსებული მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. ამასთან, აღნიშნულ ქარხნებში ყოველწლიურად სტჟირებას-პრაქტიკას გაივლის 10 000-მდე ფერმერი.

“Olam”-ის აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება 150 000-დან 200 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

2040 წლისათვის “Olam”-ი ნიგერიაში ფრინველთა საკვების მოხმარების 10-ჯერ ზრდას ვარაუდობს.

კვარას რეგიონში გახსნილი გადამამუშავებელი ქარხანაში დამზადებული პროდუქციით “Olam”-ი მოახდენს თევზის საკვებზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც დღეის მდგომარეობით წელიწადში 2 მილიონ ტონას შეადგენს. ახალი ქარხნის წარმოებით მოხდება თევზის საკვების იმპორტის შემცირება, რომელიც 700 000 – 800 000 ტონას შეადგენს.
22.09.2017