კარგილი ოპერირებას ტაილანდში იწყებს

საერთაშორისო აგრო-ბიზნეს ოპერატორმა „კარგილმა“ ტაილანდის პრაჩინბურის პროვინციაში ცხოველთა საკვების დამამზადებელი ქარხანა შეიძინა, რომელიც 1996 წელს Sri Thai Foods and Beverages Co. Ltd.-ისა და Thai-Denmark Swine Breeding Co. Ltd.-ის ინვესტიციებით იქნა აშენებული.

ქარხანამ წარმოება დროებით შეაჩერა და ის 2018 წლის მაისში განახლებული დანადგარებით მოახდენს ახალი პროდუქციის გამოშვებას, სადაც პირველ ეტაპზე 50 ადამიანი დასაქმდება და 72 000 ტონა პროდუქციის გამოშვება მოხდება.
22.09.2017