თურქეთი - ხორბლის ფქვილის ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში

თურქეთი ხდება ხორბლის ფქვილის ექსპორტიორი გიგანტი, რომელმაც თავის დროზე ლიდერობა ხორბლის ფქვილის ყველაზე დიდ ექსპორტიორს - აშშ-ს ჩამოართვა.
თურქეთიდან ხორბლის ფქვილის ექსპორტი გლობალური (მსოფლიო) ფქვილის ექსპორტის მესამედს (32,5%-ს) უტოლდება. ექსპერტთა მოსაზრებით, ხორბლის ფქვილის ექსპორტის კუთხით თურქეთის წარმატება თურქეთიდან ექსპორტირებული ფქვილის ხარისხის მაღალ იმიჯს და თურქი მომწოდებლების სანდოობის მაღალ ხარისხს უკავშირდება.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ფქვილის დასამზადებლად დამუშავებული ხორბლის უდიდესი ნაწილი რუსული წარმოშობისაა.
22.09.2017